რუსტემ უმეროვმა და სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა, რუსტემ უმეროვმა და სებასტიან ლეკორნუმ თავდაცვის წარმოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე ისაუბრეს.
უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსტემ უმეროვმა და სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოებაში ფრანგული კომპანიების მონაწილეობა განიხილეს.
მზადაა, ეს შესაძლებლობა საუკეთესო მწარმოებლებს მისცეს – ჩვენ გვაქვს საბრძოლო გამოცდილება, საფრანგეთს კი ძლიერი ინდუსტრია. ეს ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობაა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემების და სხვა იარაღის ერთობლივი წარმოება როგორც უკრაინაში, ასევე საფრანგეთში.