აშშ-ში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ავრცელებს:
“ჩვენ გვქონდა არსებითი დისკუსიები ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის გეგმაზე, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, მათი განხორციელებისა და აღსრულების პრაქტიკულ მექანიზმებზე ფოკუსირებით. ჩვენ ვაცნობეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავოსში კონსულტაციების შემდეგ ეტაპზე გუნდურ დონეზე გავაგრძელებთ მუშაობას” – წერს უმეროვი.
ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაცია წარმოდგენილი იყო უმეროვის, კირილ ბუდანოვისა და დავით არახამიას შემადგენლობით.
აშშ-ის მხრიდან კი, კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი და თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი.




