რუსტემ უმეროვი – უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ, ამერიკელ და ევროპელ მრჩევლებს შორის შეხვედრა შედგა – მიზანი უცვლელია: ომის დასრულება

უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ, ამერიკელ და ევროპელ მრჩევლებს შორის შეხვედრა შედგა, – ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
რუსტემ უმეროვის ცნობით, შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები და სამშვიდობო გეგმის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
„მიზანი უცვლელი რჩება: ომის დასრულება და იმ ნაბიჯების განსაზღვრა, რომლებიც უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და აღდგენას უზრუნველყოფს“, – წერს უმეროვი „ტელეგრამის“ არხზე.
უმეროვის თქმით, მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს