რუსტემ უმეროვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ – საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. მადლობელი ვარ ს ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი “ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
“ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს. საბრძოლო ქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში – სამი სხვადასხვა რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ, ვალერი ფიოდორის ძე [ზალუჟნი], ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. დიდება ს”, – წერს უმეროვი.