რუსტემ უმეროვი – უკრაინის პოზიცია უცვლელია – უკრაინას სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება კიდეც

ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია არ იცვლება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ამერიკელი კოლეგის, პიტ ჰეგსტერის განცხადებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„უკრაინის პოზიცია უცვლელია – ს სურს იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და გახდება ასეთი ქვეყანა“, – განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, უკრაინა ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
„ვინარჩუნებთ თავდაცვისუნარიანობას და შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები და ნებისმიერ დასკვნებს ჩვენს ხალხთან ერთად ვაკეთებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, -ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან