რუსტემ უმეროვი – უკრაინამ და რუსეთმა ომის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1,200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე

უკრაინამ და რუსეთმა ომის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1,200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
“უკრაინის პრეზიდენტის დავალებით ამ დღეებში თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარტნიორების შუამდგომლობით კონსულტაციები გავმართე გაცვლების პროცესის აღდგენასა და რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები სტამბოლის შეთანხმებების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. საუბარია 1,200 უკრაინელის გათავისუფლებაზე,” – წერს უმეროვი.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ტექნიკური კონსულტაციები გაიმართება, რამაც პროცედურული და საორგანიზაციო მომენტები უნდა დაამტკიცონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით