რუსტემ უმეროვი – როგორც წესი, იმარჯვებს ის, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის – უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. ფრონტზე ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროკავშირელ კოლეგებს გაუგზავნა.
მინისტრის თქმით, ს არ შეუძლია დღეში 2000-ზე მეტი ჭურვის გასროლა ფრონტის ხაზზე, რომელიც გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე. ეს კი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მიერ გაშვებული საბრძოლო მასალის მესამედზე ნაკლებია.
უმეროვი აღნიშნავს, რომ იარაღის დეფიციტთან დაკავშირებით ვითარება დღითიდღე უარესდება და ევროკავშირელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად.
„როგორც წესი, იმარჯვებს ის მხარე, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის“, – წერს მინისტრი.
მისი თქმით, უკრაინას თვეში 200 000 155 მმ-იანი ჭურვი სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში