რუსტემ უმეროვი „რამშტაინის” შეხვედრის შედეგებზე – უკრაინა საჰაერო თავდაცვისთვის მეტ საბრძოლო მასალას და რაკეტებს მიიღებს

„რამშტაინის” ფორმატში გამართულ მე-20 შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნების კოალიციამ აჩვენა თავისი ერთიანობა და აქტიურობა უკრაინის დასახმარებლად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„საბრძოლო მასალა არის ის, რაც ჩვენს მეომრებს კრიტიკულად სჭირდებათ და ის იქნება! ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. პარტნიორებმა გამოაცხადეს დახმარების პაკეტები, რომლებიც მოიცავს 155 მმ-იან, 152 მმ-იან, 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების, რომ ეძებენ და პოულობენ აგრესორის მოსაგერიებლად საჭირო საბრძოლო მასალას მთელ მსოფლიოში. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მეტი რაკეტა იქნება. მადლობელი ვარ გერმანიის თავდაცვის მინისტრის, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის ცა უკრაინელებს ეკუთვნით. ამიტომ, ჩვენი საერთო ამოცანაა უკრაინის უპირატესობის უზრუნველყოფა ჰაერში“, – აღნიშნა რუსტემ უმეროვმა.
მისი თქმით, მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს F16 ტიპის თვითმფრინავები -დან, დანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და რუმინეთიდან.