რუსტემ უმეროვი – ვიმედოვნებთ, რომ -ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას მიმდინარე თვის ბოლომდე შევძლებთ

ვიმედოვნებთ, რომ -ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას მიმდინარე თვის ბოლომდე შევძლებთ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
„ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართულ ნაყოფიერ და კონსტრუქციულ შეხვედრებს, ასევე, ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ვაფასებთ“, – წერს რუსტემ უმეროვი X-ზე.
მისი თქმით, „დელეგაციებმა ჟენევაში მოლაპარაკებების დროს შეთანხმების ძირითად საკითხებზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ნოემბერში, ყველაზე ადრეულ ვადაში, აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას შევძლებთ, რათა საბოლოო ნაბიჯებზე მუშაობა დავასრულოთ და პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ