რუსტემ უმეროვი და სტივ უიტკოფი – უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა – ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა

ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და -ის პრეზიდენტ ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.
მათი ინფორმაციით, ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა -უკრაინის ფორმატში, რომლის დროსაც ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა.
„ყურადღება ოთხ ძირითად დოკუმენტზე გამახვილდა : 20-პუნქტიანი გეგმის შემდგომი შემუშავება, მრავალმხრივი უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა, უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემდგომი შემუშავება“, – აცხადებენ უმეროვი და უიტკოფი.
მათი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადების განხილვას და შემდგომი ნაბიჯების თანმიმდევრობას.
კვლავ სრულად ერთგულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მკვლელობების შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა. მშვიდობა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა იყოს, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველიც“, – აცხადებენ უმეროვი და უიტკოფი.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ აფასებს შეერთებული შტატების ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციას ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შემდეგ ეტაპებზე.
შეგახსენებთ, ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გნატოვი.
ამერიკის დელეგაციას კი წარმოადგენდნენ პრეზიდენტ ს სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი. უმეროვი და უიტკოფი წერენ, რომ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის საერთო სტრატეგიული მიდგომის შემუშავების მიზნით, დისკუსიას ასევე შეუერთდნენ ევროპის ქვეყნების მთავრობების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.