უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ფლორიდაში აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა პროდუქტიული და წარმატებული იყო.
„ჩვენი მიზანია აყვავებული, ძლიერი უკრაინა. განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. აშშ-მა უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადა“, – განუცხადა უმეროვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, შეხვედრა ეფუძნებოდა ჟენევაში აშშ-უკრაინის წინა მოლაპარაკებების წარმატებას.




