რუსმა ტურისტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაუქმება დაიწყეს

100 000-ზე მეტმა რუსმა ტურისტმა ზაფხულისთვის დასვენება ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმა, თუმცა ახლა ბევრი აჩერებს ჯავშნებს ტერიტორიაზე არეულობის გამო, ნათქვამია ს ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) განცხადებაში.
არეულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა რეგიონში აიძულებს ტურისტებს გადახედონ გრძელვადიან გეგმებს. ერთ-ერთმა მსხვილმა ტუროპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ დანიშნულების ადგილზე ტურების გაუქმების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტულ მაჩვენებლებს და 15-17 ნოემბერის პერიოდში სამჯერ გაიზარდა.
ATOR-ი მსხვილი ტურისტული კომპანიების აგრეგირებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ 1.6 მილიონამდე ტურისტი რუსეთიდან მომავალ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად აპირებს წასვლას, რაც „6-7%-ით მეტი იქნება გასული მაღალი სეზონის შედეგებზე“.
აღნიშნულია, რომ კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებთან და ყირიმთან ერთად, ოკუპირებული ამჟამად უმსხვილეს სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ სამეულშია და ATOR-ის მიხედვით, ადრეული დაჯავშნის ტურების მთლიანი გაყიდვების 20-40%-ს აღწევს.