რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც დანებდნენ – უკრაინის ომბუდსმენი

რუსეთის ძალებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები კვლავ დახვრიტეს, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
“კიდევ ერთი ომის დანაშაული, სავარაუდოდ, 2024 წლის 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში მოხდა. ვიდეოში, რომლის მოპოვებად მოვახერხეთ, ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ნებდებიან: მათ ხელები მაღლა აქვთ აწეული, აჩვენებდნენ, რომ უიარაღოები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. რუსებს ისინი ტყვედ უნდა აეყვანათ, ნაცვლად ამის დაუნდობლად დახვრიტეს”, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
ამასთან ლუბინეცისთვის უცნობია, თუ ზუსტად რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს რუსმა სამხედროებმა. „ისინი სულ მცირე 7 იყვნენ“, – აღნიშნა ლიუბინეცმა და დასძინა, რომ მსგავსი დახვრეტა ომის დანაშაულს წარმოადგენს.
მანამდე, 20 თებერვალს, New York Times-მა დაწერა, რომ დონეცკის რაიონის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევის დროს, შესაძლოა, რამდენიმე ასეული უკრაინელი ჯარისკაცის დატყვევება მოხდა. გამოცემა თავად სამხედროებისა და დასავლელი შეფასებებს ეყრდნობოდა.

ს თავდაცვის სამინისტრო ავდეევკიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანის დროს დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ ოფიციალურად არ იუწყება. უკრაინელ სამხედრო ტყვეთა რაოდენობის შესახებ შეტყობინებაზე კომენტარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროსაც არ გაუკეთებია.
· 16 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკრაინის სამხედრო დანაყოფების გაყვანისა და მათი უფრო „ხელსაყრელ პოზიციაზე გადაჯგუფების“ გადაწყვეტილება მიიღო.
· უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიის“ მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ მეორე დღეს განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა „ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით“ დატოვა.
· ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას.
· ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ – ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.
დაწერეთ კომენტარი