რუსმა ოლიგარქებმა უკრაინას $13.4 მლნ-მდე გადასახადები არ გადაუხადეს

რუსმა ოლიგარქებმა, როტენბერგებმა, რომლებიც კიევში სავაჭრო და გასართობ ცენტრს Океан Плаза-ს ფლობენ, 2016-2021 წლებში უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში 500 მილიონ გრივნაზე მეტი, დაახლოებით $13.4 მლნ-მდე, გადასახადები არ გადაუხდიათ. ამის შესახებ Интерфакс-Украина იტყობინება.
„რუსი ოლიგარქები – იგორ და არკადი როტენბერგები ფლობენ Океан Плаза-ს. დადგინდა, რომ 2016-2021 წლებში აღნიშნულმა საწარმომ თავი აარიდა გადასახადებს და 546 მილიონი გრივნა უკრაინის ბიუჯეტში არ გადაიხადეს“, – ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ივან ვიჰოვსკი აცხადებს.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ფინანსური კონტროლზე აიყვანა 7 000 რეზიდენტის ოპერაციები, რომლებსაც ჰქონდათ „ეკონომიკური ურთიერთობა ს ფედერაციასთან და ბელორუსის რესპუბლიკასთან და ხელი შეუშალეს უკრაინიდან აგრესორ ქვეყანაში 200 მილიარდზე მეტი გრივნას ($5.3 მლრდ-ზე მეტი) გატანას.