რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ექიმებს, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ სიკვდილის დადასტურება მოუხდათ,” – წერს Telegram-ზე ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.
უკრაინის პროკურატურა კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.