რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაშავდა 3 ადამიანი

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი გასულ ღამესაც დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი.
“00:50 საათზე ოკუპანტებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს. დაზიანდა კერძო სახლი. დაშავდნენ 62 და 87 წლის კაცები და 64 წლის ქალი. მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”