რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა ერთი ადამიანი

გასული ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რეგიონზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 2 კი დაშავდა.
რუსი ოკუპანტების სამიზნე ხარკივიდან 30 კილომეტრში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი გახდა. ოკუპანტებმა დარტყმა მინიმუმ 5 რაკეტით მიიტანეს.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქის პოკროვკსის მიმართულებაზეა. ოკუპანტები ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ 60 შეტაკება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ