რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს | დაიღუპა 73 წლის ქალი

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მისივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც.
“დღეს ქალაქ კუპიანსკში მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე. კიდევ ერთი, 79 წლის ადგილობრივი კი დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,” – წერს სინეგუბოვი.