რუსმა ოკუპანტებმა კიევს დრონებით შეუტიეს | დაშავდა 11 წლის ბავშვი

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაშავდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
“სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ,” – წერს კლიჩკო Telegram-ზე.
ს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო კი ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. პოპკო თქმით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საბავშვო ბაღს და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.