რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქში, კრასნოჰორივკას დასახლება დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ასევე ერთი ადამიანი.

როგორც დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ამბობს, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
“ჩვენ ვადგენთ დაბომბვის ზუსტ შედეგებს,” – წერს ფილაშკინი სოციალურ ქსელში.