რუსმა მილიარდერმა დიდ ბრიტანეთში სასამართლო წააგო – მის წინააღმდეგ სანქციები ძალაში რჩება

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ 29 ივლისს არ დააკმაყოფილა რუსი მილიარდერისა და ნავთობის მაგნატის, ევგენი შვიდლერის სააპელაციო საჩივარი ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების წინააღმდეგ.

ამის შესახებ “ევროპეისკაია პრავდა” იტყობინება და იმოწმებს Reuters-ის სააგენტოზე დაყრდნობით.

დიდმა ბრიტანეთმა შვიდლერს სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა მისი კავშირების გამო საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ყოფილ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან და ასევე იმის გამო, რომ ის რუსული ფოლადის მწარმოებელი კომპანია „ევრაზიის“ ყოფილი დირექტორია.

რუსი ოლიგარქი ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთის სანქციებმა მისი ბიზნესი გაანადგურა და უარყოფითი გავლენა მოახდინა მის და მისი ოჯახის ცხოვრებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთში დაწესებული შეზღუდვებით რუსეთთან დაკავშირებული ყველა მილიარდერი არ დაზარალებულა.

თუმცა, უზენაესმა სასამართლომ შვიდლერის სააპელაციო საჩივარი 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ უარყო და დაადგინა, რომ არსებობს „რაციონალური კავშირი“ სანქციებსა და მიზანს შორის, მილიარდერი უკრაინაში რუსეთის შეჭრას წინ აღუდგეს და ზეწოლა მოახდინოს აბრამოვიჩზე.
მოსამართლეების თანახმად, შვიდლერის წინააღმდეგ სანქციები „მკაფიო სიგნალს უგზავნის ბატონი შვიდლერის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, რომ მათთვის გონივრული იქნებოდა რუსული ბიზნესისგან გამიჯვნა“.

29 ივლისს გამოტანილი ცალკე გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ასევე უარყო რუსი ბიზნესმენის, სერგეი ნაუმენკოს, სააპელაციო საჩივარი. მისი 44 მილიონი ევროს ღირებულების სუპერიახტა ლონდონშია დაკავებული.

ბრიტანეთის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ შესაძლოა, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს უჩივლოს, რათა “ჩელსის” საფეხბურთო კლუბის გაყიდვიდან მიღებული 3.2 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარულ ფონდში გადარიცხოს.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა – პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა

გიორგი მელაშვილი – ბალტიის ქვეყნებმა კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული რეპრესიები და ამიტომ ცდილობენ, თავი დავაღწიოთ რუსულ წუმპეს – ერთადერთი მოთამაშე კავკასიაში, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებაშია, საქართველოა