რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს სომხეთის დედაქალაქ ს საერთაშორისო აეროპორტი ზვართნოცი, სადაც 1992 წლიდან იმყოფებოდნენ რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაცილების ცერემონია 31 ივლისს გაიმართა. სომხეთის სასაზღვრო ძალების მეთაურმა ედგარ უნანიანმა რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა 32-წლიანი ერთობლივი სამსახურისთვის.
გამოცემა News.am-ის ცნობით, ედგარ უნანიანმა და ს უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა რომან გოლუბიცკიმ ხელი მოაწერეს ერევნის აეროპორტის საჰაერო გამშვები პუნქტის დაცვის სომხეთისთვის გადაცემის ოქმს.
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის ინფორმაციით, 31 ივლისის 14:00 საათიდან ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლს აღარ განახორციელებენ რუსი მესაზღვრეები. სიმონიანმა სომეხ მესაზღვრეებს კარგად და უსაფრთხოდ მუშაობა უსურვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ რუსეთს მიმართეს და აცნობეს, რომ სომხეთს საკმარისი შესაძლებლობები აქვს თავისი საზღვრის დამოუკიდებლად გასაკონტროლებლად.
რუსი მესაზღვრეები ჯერ კიდევ რჩებიან სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებზე.
სომხეთს რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებით დაეძაბა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მიაღწია თავის იურისდიქციაში მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას. ერევანი მოსკოვს ადანაშაულებდა ვალდებულებების შეუსრულებლობაში და ასევე, სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში. ბოლო ხანს სომხეთმა ევროკავშირთან დაახლოება დაიწყო.
სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1995 წლიდან განთავსებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა. ერევნის და მოსკოვის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ეს ბაზა არსებობს, ვადა 2044 წელს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”