რუსმა მაღალჩინოსნებმა უახლოესი ბომბსაფრები მოძებნონ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ ომს არ დაამთავრებს, კრემლისთვის მომუშავე მაღალჩინოსნებმა უახლოესი ბომბსაფრები უნდა მოძებნონ.
ზელენსკის თქმით, კიევს -ს პრეზიდენტ ს მხარდაჭერა აქვს რუსეთის ისეთ ობიექტებზე იერიშების მიტანაში, როგორებიცაა ენერგო იფრასტრუქტურა და იარაღის საწარმოები. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ აშშ-სგან დამატებით შორი რადიუსის შეიარაღებას მიიღებს, “მათ გამოიყენებს.”
ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინა რუს მშვიდობიან მოსახლეობას არ დაბომბავს, რადგან უკრაინელები “ტერორისტები არ არიან.” თუმცა, მან მიანიშნა, რომ პუტინის ძალაუფლების ცენტრები, როგორიცაა კრემლი, სამიზნედ განიხილება.
“მათ უნდა იცოდნენ, სად მდებარეობს ბომბსაფრები. მათ ეს სჭირდებათ. თუ ომს არ დაამთავრებენ, ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ.” – თქვა ზელენსკიმ კრემლის მაღალჩინოსნებზე საუბრისას.
ზელენსკის თქმით, გაეროში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა მას ასევე უთხრა, რომ უკრაინამ რუსეთის იერიშებს შესაფერისი პასუხი უნდა გასცეს.