რუსმა კანიბალმა სამხედრომ თანამებრძოლი მოკლა და შეჭამა – უკრაინის ГУР

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მიერ გადაჭერილი აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ ში გაგზავნილი რუსი სამხედრო, სავარაუდოდ, კანიბალიზმის აქტით იყო დაკავებული.
ГУР-ის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ისმის რუსი მეთაურის ხმა, რომელიც ქვეშევრდომს ეუბნება, რომ ერთ-ერთმა სამხედრომ, მეტსახელად “ბრელოკმა,” ორ-კვირიანი პერიოდის განმავლობაში თანამებრძოლი, სახელად “ფომა,” მოკლა და შეჭამა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თქმით, აღნიშნული ინციდენტი ს არმიაში “მორალური და ფსიქოლოგიური კოლაფსის” კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
“არავინ გაქცეულა. “ბრელოკმა” მოკლა და მერე ორი კვირის განმავლობაში ჭამდა,” ამბობს აუდიოჩანაწერში პირი, რომელიც ГУР-ის მიხედვით, რუსეთის 68-ე მოტომსროლელი დივიზიის სადაზვერვო დანაყოფის მეთაურია.
ГУР-ის ინფორმაციით, ორივე სამხედრო 52-ე სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა, რომელიც გავრცელებული ცნობებით, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მიმართულებით მდებარე სოფლების სიახლოვეს მოქმედებს. გადაჭერილი ჩანაწერის მიხედვით, “ბრელოკი” მოგვიანებით დაღუპული იპოვეს.
tabula.ge