რუსმა დეპუტატმა მირონოვმა უკრაინიდან გაყვანილი გოგონა იშვილა-„ვაჟნიე ისტორიი“

დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის” ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს.

10 თვის გოგონას მთლიანად შეუცვალეს პირადი მონაცემები და ახლა მისი გვარი მირონოვაა, ხოლო დაბადების ადგილად მინიშნებულია პოდოლსკი, მოსკოვის რეგიონი. ამის შესახებ პროექტი “ვაჟნიე ისტორიი“ წერს.
დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის” ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს მირონოვის მეუღლე ინა ვარლამოვა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის პირველ მოადგილე, იანა ლანტრატოვასთან ერთად, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში ჩავიდა.

ხერსონში, მათ მოინახულეს რეგიონული ბავშვთა საავადმყოფო. სტუმრების იქ თან ახლდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული ადგილობრივი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი ტატიანა ზავალსკაია. მათ მოინახულეს ბავშვთა სახლიდან საავადმყოფოში შეყვანილი ბავშვები და წავიდნენ.

ამ ვიზიტის შემდეგ ზავალსკაიამ საავადმყოფოს ექიმებისგან დაიწყო 10 თვის გოგონასა და ორი წლის ბიჭის განთავისუფლების მოთხოვნა.
ბავშვის შვილად აყვანისთვის რუსეთში, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება. ასეთი შემთხვევები განიხილება სპეციალური თანმიმდევრობით. 2022 წლის ნოემბერში ასეთი საქმე განიხილებოდა მოსკოვის რეგიონის პოდოლსკის საქალაქო სასამართლოში. საქმეში დაინტერესებულ პირად ფიგურირებდა ინა ვარლამოვა.
“ვაჟნიე ისტორიების” თანახმად, მათ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ 2022 წლის დეკემბერში სერგეი მირონოვმა და ინა ვარლამოვამ ხერსონიდან ჩაყვანილი გოგონა იშვილეს. მშვილებლების თხოვნით, ოფიციალურ დოკუმენტებში ბავშვის სახელი და დაბადების ადგილი შეიცვალა.
როგორც “ვაჟნიე ისტორიი” აღნიშნავს, ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა იმ ბავშვების შვილად აყვანის, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაიყვანეს.
ადვოკატმა მარია ჩაშჩილოვამ გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით დანაშაულს წარმოადგენს.
სერგეი მირონოვმა, „ვაჟნიე ისტორიის“ მიერ გამოქვეყნებული გამოძიების კომენტირებისას, მას უწოდა “უკრაინული სპეცსამსახურებისა და დასავლელი კურატორებისგან” შექმნილი სიყალბე.

„ყველაფრის უკან ერთი მიზანი დგას იმათი დისკრედიტაცია, ვინც დღეს შეურიგებელ პატრიოტულ პოზიციას იკავებს”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ „ტვიტერში“).
რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ „ვაჟნიე ისტორიის“ მიერ მასალის გამოქვეყნების განმავლობაში არ გააკეთა კომენტარი მისდამი გაგზავნილი შეკითხვის პასუხად. მანამდე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაყვანილი ბავშვების შვილად აყვანა არ ხდება, არამედ საქმე ეხება მხოლოდ მეურვეობის ქვეშ მათ აყვანას.
· 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
· 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლეების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოება 16.01.2026 / 09:50აა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა – ევროპის ჩემპიონები გახდნენ. „წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულ წყვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლი მათ 2024 წელს მოიპოვეს, 2025 წელს კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში. SS.GE როგორ მოხვდე აქ იყიდება კომერციული ფართი გლდანში იყიდება 3 ოთახიანი ბინა ისანში დალაგება, დასუფთავება გირავდება 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე სტამბული 520.9 ლარიდან fly.ge თბილისი – ლონდონი 1094.6 ლარიდან fly.ge დაესწარი კვარას თამაშს პარიზში – ფრენები 774.2 ლარიდან fly.ge იმოგზაურე ამსტერდამში 948.58 ლარიდან fly.ge ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს palitravideo.ge ამ მედიკამენტის თვითნებურად მიღება დაუშვებელია – რაზე საუბრობს ექიმი? palitravideo.ge ემანუელ მაკრონი საჯაროდ ჩასისხლიანებული თვალით გამოჩნდა – ელისეის სასახლე აღნინულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს palitravideo.ge საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი ტყლარწი გამოვლინდა – გაფრთხილება მშობლებს palitravideo.ge სამართალი 16.01.2026 / 10:40აა პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა