რუსლან აბაშიძემ სენაკში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს”, – აღიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ