“რუსკა მტკიცეა, თავის თავს არავის დააჩაგვრინებს” – თამარ მაყაშვილი – Marao
თამარ მაყაშვილი ჟურნალ “სარკესთან” ქალიშვილების რუსკა და ნინუცა მაყაშვილების შესახებ საუბრობს:
“ხასიათით ნინუცა უფრო მგავს, რუსკა მიზანსწრაფულია. მილიონი დაბრკოლება რომ შეხვდეს, გადალახავს და თავის ჩანაფიქრს მიაღწევს. რუსკა მტკიცეა, თავის თავს არავის დააჩაგვრინებს. არ შეეხო და არ შეგეხება, არაფერს “გაგიტარებს”. მე ასეთი არ ვარ” – ამბობს თამარ მაყაშვილი.
რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა “საქართველოს ბანკის” 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ – სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსაიხობი განმარტავდა,რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.
ცოტა ხნის წინ რუსკამ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. როგორც ტელეწამყვანმა დაწერა, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია. „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერდა რუსკა მაყაშვილი. ამის შემდეგ მის მიმართ ნეგატიური კომენტარებისა და კრიტიკის დიდი ტალღა წავიდა, თუმცა რუსკამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს მასსა და მის არჩევანზე გავლენას არ ახდენს.
