“რუსი ხარ…შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – კომიტეტის სხდომიდან ანი წითლიძეც გააძევეს

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ენმ-ის წევრი, ანი წითლიძეც გააძევა.
დარბაზში ხმაური იყო – “რუსი ხარ…ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ რუსული კანონის წარმდგენ ს:
„არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ ს ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი.“
„მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება