რუსი ქალების ნაწილი მათი ქმრების დემობილიზაციას და სახლში დაბრუნებას ითხოვს

რუსი ქალების მზარდი მოძრაობა ითხოვს ქმრების, ვაჟებისა და ძმების სახლში დაბრუნებას, რომელთა მობილიზებაც ში საბრძოლველად გასული წლის სექტემბერში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე მოხდა.
თავდაპირველად, მოძრაობამ კრემლის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული უკრაინაში წარმოებული ომის მიმართ ერთგულების პირობა დადო, თუმცა მისი წევრების პოზიცია ახლა იცვლება იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომლებსაც სახელმწიფო მათ აძლევს. ქალების ნაწილი დემობილიზაციას ითხოვს.
ანდრეევას ქმარი შარშან იქნა მობილიზებული უკრაინაში ომში წასასვლელად. ის სახლში მხოლოდ ორი მოკლე შვებულებით დაბრუნდა ცოლისა და მცირეწლოვანი ქალიშვილის სანახავად. მისი მეუღლე ამბობს, რომ ეს არასაკმარისია კონფლიქტში მებრძოლი ჯარისკაცისთვის.
„ჩვენ გვსურს ჩვენი კაცების დემობილიზება, რათა მათ შეძლონ სახლში დაბრუნება, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ – ან უფრო მეტიც“, – განუცხადა 34 წლის ანდრეევამ „როიტერს“ მოსკოვში მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც