რუსი ტურისტების ჯგუფი სვანეთში, თეთნულდზე ზვავმა მოიყოლა – რუსული მედია

სვანეთში, თეთნულდის მთაზე, ზვავში რუსი ტურისტების ჯგუფი მოყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცნობების მიხედვით, მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან შემდგარი დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი ზვავის ჩამოწოლის შემდეგ სამ საათამდე თოვლში იყო ჩარჩენილი.
ადგილზე მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია, რის შედეგადაც ზვავში მოყოლილი ადამიანების ნაწილი მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. ამ ეტაპზე დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
არის თუ არა მსხვერპლი – უცნობია. მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება.
tvpirveli.ge