რუსი სპორტსმენების გუნდები მონაწილეობას ვერც ზამთრის ოლიმპიადაში შეძლებენ

რუსეთის სპორტული გუნდები, მათ შორის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, მონაწილეობას ვერ შეძლებენ ზამთარის ოლიმპიადაში, რომელსაც 2026 წლის თებერვალში უმასპინძლებენ იტალიის ქალაქები მილანი და კორტინა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეს განცხადება მოჰყვა რუსული მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ ს ჰოკეის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციასთან განიხილავს ზამთრის ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების დაშვების საკითხს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის 27 მაისს გაგზავნილი განცხადების თანახმად, რუსეთის პასპორტის მქონე სპორტსმენთა გუნდების შესახებ აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილება უცვლელია, მათ შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ინდივიდუალურ სახეობებში, ნეიტრალური სტატუსით და სპორტსმენთა მსგავსი ჯგუფები გუნდებად ვერ ჩაითვლება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ ამ რეკომენდაციას შეასრულებს.
რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მისი იურისტები განიხილავენ კომიტეტის „იურიდიულად უსაფუძვლო გადაწყვეტილებების“ და „უმოქმედობის“ საერთაშორისო სასამართლოებში გასაჩივრების ვარიანტებს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს წევრობა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2023 წელს შეუჩერა.
რუსეთის და ასევე, ბელარუსის სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებებში, ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე შეუძლიათ.
ფორუმი