რუსი, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე პროვოკაციების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი, მზარეულია

რუსი, რომელიც პარიზში ოლიმპიადაზე პროვოკაციების მოწყობის ბრალდებით დააკავეს, აღმოჩნდა მზარეული კირილ გრიაზნოვი. ამის შესახებ საგამოძიებო მასალა The Insider-მა, Der Spiegel-მა და Le Monde-მ მოამზადა.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ გრიაზნოვი წარსულში რუსულ არხ НТВ-ისა და Домашний-ის შუებში მუშაობდა. მათივე ცნობით, მზარეული დაკავშირებულია ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) და დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (ГРУ). გრიაზნოვმა საკუთარი მგზავრობის გეგმა მაშინ გათქვა, როცა ნასვამი იყო. რუს მზარეულს ჯაშუშობის ბრალდებით თავისუფლების 30 წლით აღკვეთა ემუქრება.
კირილ გრიაზნოვმა სპეცსამსახურების ყურადღება 2024 წლის მაისში მიიქცია. როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, მას “ალკოჰოლმა უმტყუნა”. 7 მაისს ის მოსკოვიდან პარიზში გაფრენას აპირებდა, გზაში სტამბოლში უნდა გადამჯდარიყო. თუმცა, თურქეთში რუსი მზარეული იმდენად დათვრა, რომ ის თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს და შავ სიაში შეიყვანეს. ის მანქანით ბულგარეთამდე ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში კვლავ დათვრა და უცხო ხალხს მოუყვა, რომ პარიზში რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო დავალებით მიდიოდა.
თვითმხილველთა თქმით, გრიაზნოვი იმუქრებოდა, რომ საფრანგეთში “ეს ოლიმპიადა” დიდი ხნით დაამახსოვრდებოდათ, თუმცა არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა. როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, ის მოსაუბრეებს აჩვენებდა რაღაც საბუთს, რომლითაც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა. ასევე, უცხო პირს ურეკავდა და ანგარიშს აბარებდა, რომ დავალებისთვის კიშინიოვში ადამიანი დაიქირავა.
გრიაზნოვი საფრანგეთის სამართალდამცველებმა 21 ივლისს დააკავეს, პარიზის ცენტრში, სენ დენის ქუჩაზე მდებარე სახლში. მას “საფრანგეთში სამხედრო მოქმედებების გაღვივების მიზნით” უცხო ქვეყნის სასარგებლოდ “სადაზვერვო საქმიანობის” ბრალდება წაუყენეს. გრიაზნოვს 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჯერჯერობით ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
საჯაროდ არ გავრცელებულა ცნობები, თუ რა სახის პროვოკაციებს გეგმავდა გრიაზნოვი. Le Parisien-ის წყაროები ამბობდნენ, რომ საუბარი იყო “მასშტაბურ პროექტზე”, რომლის შედეგებიც “სერიოზული” იქნებოდა.
პარიზის პროკურატურის ცნობით, დაკავების დროს აღმოაჩინეს “დიპლომატიური მატერიალები” და დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა, რომ გრიაზნოვი რუსეთის სპეცსამსახურების “V ქვედანაყოფს” ეკუთვნოდა. The Insider-ი თვლის, რომ საუბარი შეიძლება იყოს ФСБ-ზე დაქვემდებარებულ სპეცრაზმ “ვიმპელზე”. თუმცა გამოცემა წერს, რომ გრიაზნოვი, ასეთი გამოცდილებით, “ვიმპელის” თანამშრომელი ვერ იქნებოდა და წარმოუდგენელია, რომ ამ რაზმის წევრები თან სამსახურეობრივ დოკუმენტებს ატარებდნენ.
გრიაზნოვი 1984 წელს, პერმში, ადგილობრივი მთავარი ექიმის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა მოსკოვში. Le Monde-ს ცნობით, ის მუშაობდა ფინანსურ კომპანიებში, 2010 წელს კი საფრანგეთში გადავიდა, სადაც მოულოდნელად პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და მზარეული გახდა. მან Le Cordon Bleu Paris-ის კულინარიული კურსები გაიარა და 2011-2012 წლებში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში, ფრანგულ კურორტ კურშეველში მუშაობდა.
თუმცა, 2012 წლის სექტემბერში გრიაზნოვმა პარიზში ნაქირავები სახლის მფლობელს უთხრა, რომ მოსკოვში დაბრუნდა და “მთავრობისთვის მუშაობდა”, პირობას დებდა, რომ საფრანგეთში დაბრუნდებოდა და რაც მართებდა, დაუბრუნებდა. The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ ვერ შეძლეს ვერანაირი ინფორმაციის ნახვა, რომელიც დაადასტურებდა, რო გრიაზნოვი რომელიმე სახელისუფლებლო ორგანიზაციაში ან კომპანიაში მუშაობდა.
რუსეთში გრიაზნოვმა მზარეულად მუშაობა გააგრძელა. პერიოდულად ის სხვადასხვა კულინარიულ გადაცემებში ჩნდებოდა.
2015 წელს გრიაზნოვი არხ Домашний-ზე გადაცემა “მე ამირჩიეში” მონაწილეობდა, რომელშიც მარტოხელა მამაკაცები 6 გოგოდან საცოლეს არჩევნდნენ. გადაცემაში მზარეული ასე წარადგინეს: “გაიცანით: ამ კვირის მთავარი პრიზი – კირილ გრიაზნოვი, წარმატებული ბიზნესმენი და რესტორატორი. მას აქვს ყველაფერი, საყვარელი ქალის გარდა”.
“კადრს მიღმა მისი პირადი ცხოვრების სურათი შემდეგია: სკანდალების სერია, მიტანილი ეჭვები, უმსგავსი დაშორებების ფარული ჩანაწერები, რომელსაც თან ახლავს ყველაზე დამამცირებელი შეურაცხყოფა. ამასთან ერთად, ის არც “რესტორატორია” და არც “წარმატებული ბიზნესმენი”. წარმატებულ პერიოდებს მოჰყვა წარუმატებლობები, დაუბრუნებელი ვალები და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც შეფმზარეულის კარიერას ხელს უშლის. 2013 წელს ერთ-ერთ გოგოს, რომელმაც ის მიატოვა, გაკოტრებული გრიაზნოვი შეეცოდა და მობილური ტელეფონისთვის ფული შესთავაზა.” – ახასიათებს გრიაზნოვს The Insider-ის გამოძიება.
დასკვნა, რომ გრიაზნოვი შესაძლოა რუსულ სპეცსამსახურებთან იყოს კავშირში, ჟურნალისტებმა მისი მიმოწერიდან გამოიტანს. 2009 წელს კომპანია Ken-Group-ის დირექტორის მდივანმა, იულია პასტუხოვამ გრიაზნოვს გაუგზავნა დირექტორის, მაიორი ანდრეი ბელიას შვილის ანგარიშის ბარათი. ბელიაშოვი ამ დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკადრო სამმართველოს მთავარი ოფიცერი იყო. 2010 წელს პერმელმა მეწარმე ანტონ მიხაილოვმა გრიაზნოვს სთხოვა, რომ გაერკვია ინფორმაცია ФСБ-ს თანამშრომელ ედუარდ კოლივანოვზე.
The Insider-ის ცნობით, კარგი კავშირები გრიაზნოვს შესაძლოა აქვს საკუთარი ძმა დმიტრისგან აქვს, რომელიც იკავებს რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივი მხარდაჭერის მთავარი დირექტორატის ხელმძღვანელის თანამდებობას. The Insider-ი წერს, რომ ამ უცნაურ უწყებაში სპეცსამსახურების ბევრი წარმომადგენელი მუშაობს.
დიმიტრი გრიაზნოვი ხშირად მოგზაურობს თავის კოლეგა ანდრეი ჩეკანოვთან ერთად, რომელიც ხელმძღვანელობს საკავშირო სახელმწიფოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ აპარატს. მათ ჰყავთ ერთი მძღოლიც. თავის მხრივ, ჩეკანოვი რეგისტრირებულია მოსკოვში, სორჟის ქუჩის N36-ში. ამავე ქუჩაზე მიიღო ბინა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილმა ГРУ-ს აგენტმა, სერგეი ფედოტოვმა, ანუ რეალური სახელით დენის სერგეევმა, ასევ შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ცოლ-ქმარმა, სერგეი სკვორცოვმა და ელენა კულკოვამ.
გარდა ამისა, კირილ გრიაზნოვის კავშირზე რუსეთის სპეცსამსახურებთან მიუთითებს ის ფაქტი, რომ 2019 წელს ის პერმიდან მოსკოვში გაფრინდა ბილეთით, რომელიც მისთვის ФСБ-ს კონტროლის სამსახურის ყოფილმა მთავარმა ინსპექტორმა, ვლადიმირ ბონდაჩუკმა იყიდა.