რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ რიბინი, როსტოვის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ონლაინ ჟურნალ “Рабкор”-ის ტელეგრამის არხი იტყობინება.
გარდაცვლილის დედის თქმით, რიბინის ცხედარი ქალაქ შახტის რეგიონში საავტომობილო გზასთან იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
რიბინი “Рабкор”-ის მუდმივი ავტორი იყო და ასევე რუსულ მედია Lenta.ru-სთან შტატგარეშედ მუშაობდა. “Рабкор”-ის ტელეგრამის არხის მიხედვით, გარდაცვლილი ჟურნალისტი ეთერში უკანასკნელად 30 დეკემბერს, მარიუპოლიდან ჩაერთო, რათა ქალაქის მდგომარეობის შესახებ მოეყოლა.