რუსი პოლიტიკოსები: “აფხაზეთში საპროტესტო აქციები გარედანაა წაქეზებული”

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის სთვის გადაცემის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული პროტესტი „ხელოვნურად გარედავ არის წაქეზებული“, ამის შესახებ რია ნოვოსტისთან განუცხადა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რითაც ოკუპირებული ს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებასა და აფხაზურ საზოგადოებაში არსბული პროტესტს გამოეხმაურა.
„ეს ძველი, სტალინისდროინდელი სახელმწიფო აგარაკია. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება. მათ სჭირდებათ. ყველაფერი სხვა ე.წ. მეგობრების მიერ მოწყობილი არეულობაა, ახლომახლო არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამით არის დაინტერესებული“, – განაცხადა კარასინმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანასტასია უდალცოვამ განაცხადა, მცდელობა გამოიყენონ რუსეთსა და “აფხაზეთს“ შორის ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტები შეიძლება “გარე ჩარევის შედეგი” იყოს . მისი თქმით, „ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმთავრესია „დაინარჩუნონ საღი აზრი და არ აჰყვნენ რაიმე პროვოკაციას, იხელმძღვანელონ მხოლოდ გადამოწმებული ოფიციალური ინფორმაციით“.
„დარწმუნებული ვარ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები დამაჯერებლად აკონტროლებენ რესპუბლიკაში შიდა პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დახმარებისთვის რუს კოლეგებს მიმართონ“, – თქვა უდალცოვამ.
სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ „რუსეთში არავის გამოუთქვამს პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გატანაზე ან აფხაზეთის ნაწილის აფხაზეთისგან მოწყვეტაზე“.
„თავიდანვე ეს იყო უბრალო ხალხის კონიუნქტურული, აბსოლუტურად ყალბი, მაგრამ შემაშფოთებელი ბრალდება. ბრალდებები, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდებოდა რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს, მაგრამ უკავშირდებოდა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში და მიდის იქამდე, რომ ერთმანეთის მიყოლებით პრეზიდენტები იძულებული ხდებიან ვადამდე დატოვოს თანამდებობა ბრბოს გავლენით. მას შემდეგ რაც ეს ამბავი ვიღაცისთვის პრინციპული გახდა, რატიფიკაციის პროცესი დამუხრუჭდა. გადაწყვიტეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, როგორც მე მესმის, შეთანხმებას მიაღწიეს. იმიტომ, რომ საუბარი არაა რუსეთის პრეტენზიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ცნობილი ფაქტის დადასტურებაზე, რომ ში სახელმწიფო აგარაკის შენობა-ნაგებობები, პირველ რიგში, აშენდა მაშინ, საბჭოთა დროს, საჭოთა კავშირის ბიუჯეტის ხარჯზე. მეორეც, მას ექსკლუზიურად რუსეთი იყენებდა. ახლა საუბარი იმაზეა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სამართლებრივად აისახოს აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში“, – განაცახადა ზატულინმა.
მისი სიტყვებით. „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი“ იყო და რჩება სარეჟიმო ობიექტად. ზატულინის თქმით, პროტესტი დაკავშირებულია ოპოზიციის სურვილთან მოახდინონ „ხელისუფლების“ კომპრომენტირება და დაადანაშაულონ ის „ანტისახელმწიფობრივ ქმედებებში“.
„აფხაზეთს ძალიან ესაჭიროება რუსეთის მხარდაჭერა. ჩემი აზრით, აფხაზეთს ესაჭიროება გამშვები რეჟიმის განარტივება, განსაკუთრების ტურისტულ სეზონზე, რუსეთ-აფხაზეთის საზღრიდან. აფხაზეთს ესაჭიროება, რომ სოხუმის აეროპორტი კვალავ მუშაობდეს და ამ გზაზე მიღწეულია პროგრესი, უკვე შეუდგნენ სოხუმის აეროპორტის რეკონსერვაციას. მაგრამ ხალხი, რომლებიც დღეს დემაგოგიური ლოზუნგებით ცდილობენ სახელმწიფო აგარკის გარშემო ვითარების არევას აფხაზეთში. ეს არ ანაღვლებთ, მათთვის მთავარია ხელისუფლების დამხობა ნებისმიერი საბაბით“, – უთხრა ზატულინმა გამოცემა „Газета.ру“-ს
27 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. ნაგებობები და 160 ჰექტარი ფართობის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადავიდა.
თბილისში მომხდარს საქართველოს ტერიტორიის ოკუოპაციის შემდეგ მისი ანექსიის პირველი შემთხვევა უწოდეს, ხოლო სოხუმში – ქურდობა.
ბევრი თვლის, რომ რუსეთისათვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემით ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 273.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ხელყვეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა“.
· 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
· რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ, რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
· რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
· დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე – რეკრეაციული მიზნებისთვის.
· მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
· ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.