რუსმა სამხედრო პილოტმა და 170 000-გამომწერიანი ტელეგრამ-არხის, “Воевода вещает”-ს ავტორმა, ალექსეი ზემცოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს, რომ სურს ისარგებლოს “უკანასკნელი ოფიცერული ღირსების უფლებით“, რადგან “ასეთ სირცხვილს ვერ აიტანს.”
Z-ბლოგერის თქმით, თვითმკვლელობის სურვილის მიზეზი მაღალი რანგის სამხედროების, მათ შორის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილის ვლადიმირ კრავჩენკოს მხრიდან ზეწოლაა. ზემცოვი აცხადებს, რომ კრავჩენკოს მისი არხი “ძალიან, ძალიან” არ მოსწონს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბლოგერმა ტელეგრამზე დაბალი ხარისხის ჩაფხუტის ფოტო გამოაქვეყნა, “დაიწყო შემოწმებები” და მას “რუსული არმიის დისკრედიტაციაში” დასდეს ბრალი.
SHOT-ის ინფორმაციით, ზემცოვმა “თვითნებურად მიატოვა თავისი დანაყოფი და გაიქცა,” თუმცა ცოცხალია და მისმა ახლობლებმა, რომლებიც მასთან კონტაქტში იყვნენ, თვითმკვლელობაში ხელი შეუშალეს.