რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში მოულოდნელად გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის მე-3 კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა . ამის შესახებ ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტი იტყობინება.

RT-ის წყაროს ცნობით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზი სისხლის შედედება იყო.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

ალექსეი ნავალნი დააკავეს 2021 წლის იანვარში, როდესაც ის რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ. 2022 წლის მარტში სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2023 წლის აგვისტოში მას 19 წელი მიესაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში „ექსტრემისტული თემის“ ორგანიზების საქმეზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი