რუსი ოლიგარქი ფრიდმანი ლუქსემბურგს $15,8 მლრდ-ის კომპენსაციას სთხოვს

სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა ლუქსემბურგის მთავრობას შესთავაზა, რომ ევროკავშირის სანქციების განხორციელების ფარგლებში, ქვეყანაში გაყინული აქტივებისთვის $15,8 მლრდ-ის ოდენობის კომპენსაციის გადახდაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ იტყობინება.
ბიზნესმენის ადვოკატები ლუქსემბურგის ხელისუფლებას გაყინული აქტივების კომპენსაციის მოთხოვნით ჯერ კიდევ თებერვალში დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ფრიდმანი ევროპული ქვეყნის ქმედებებს უკანონო ექსპროპრიაციად მიიჩნევს. მისი შეფასებით, მისი ქონება ლუქსემბურგში სწორედ ეს თანხა ღირს.
თუმცა, ეს შეფასება მიახლოებითია, რადგან სანქციები ხელს უშლის ფრიდმანს გამოიყენოს დამოუკიდებელი ექსპერტები ევროკავშირიდან მისი აქტივების სრული შეფასებისთვის, ხოლო მის კომპანიებს ლუქსემბურგში ეკრძალებათ მისთვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.
ასევე, აღნიშნულია, რომ თუ ლუქსემბურგის ხელისუფლება არ უპასუხებს მის მოთხოვნებს ექვსი თვის განმავლობაში, ფრიდმანს უფლება აქვს მიმართოს გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას ან სტოკჰოლმის არბიტრაჟს.
ფრიდმენს არის მფლობელი ან აქციების ბენეფიციარი ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა – CTF Holdings, ABH Holdings, Alfa Asset Management (ევროპა), Alfa Capital Investments Holdings, LetterOne Holdings და LetterOne Investment Holdings-ში. ამ კომპანიების მეშვეობით მან ინვესტიციები განახორციელა სხვადასხვა სექტორსა და ქვეყანაში, კერძოდ, Альфа-Банк-ში, აAmsterdam Trade Bank-ში X5 Group და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში დააწესა, დიდი ბრიტანეთი კი მათ მარტში შეუერთდა. ამასთან, ბიზნესმენმა დატოვა Альфа-Банк-ის დირექტორთა საბჭო. მ ფრიდმანისა და მისი ბიზნესპარტნიორების, პიოტრ ავენისა და ანდრეი კოსოგოვის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 19 ოქტომბერს დააწესა.