რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

უკრაინული მედია იუწყება, რომ გუშინ, 18 იანვარს, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა ოლქს 67 ჭურვი ესროლა. მათ სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები და კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები წარმოადგენდა.
გასულ დღეს ოკუპანტები უტევდნენ დნეპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებსაც. მათ დაბომბეს ხარკოვის ოლქის 20 დასახლებაც.