რუსი მუსიკოსები და მეცნიერები ირანიდან ბაქოში არიან ევაკუირებული

რუსეთის 200-მდე მოქალაქე — მათ შორის კონფერენციაში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფი, ჩაიკოვსკის სახელობის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და ირანში ნავთობ ინდუსტრიაში დასაქმებულები თავიანთი ოჯახებით — ირანიდან აზერბაიჯანში არიან ევაკუირებული.
როგორც კავკაზსკი უზელი წერს, ევაკუაცია აზერბაიჯანის “ასტარას” სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან განხორციელდა, რასაც რამდენიმე ქვეყნის თხოვნის საფუძველზე ორგანიზება გაუწიეს აზერბაიჯანის და ს ხელისუფლებებმა.
რუსეთის კულტურის მინისტრის ოლგა ლუბიმოვას ინფორმაციით, ჩაიკოვსკის ორკესტრის მუსიკოსები უსაფრთხოდ ჩავიდნენ აზერბაიჯანში. მისივე თქმით, მხარდაჭერის ნიშნად, 16 ივნისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში, ორკესტრი კონცერტს გამართავს. „ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“.-
ასევე, აზერბაიჯანში გადაყვანილნი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ირანში ნავთობის მოპოვებით სექტორში მუშაობდნენ. ევაკუირებულთა რაოდენობა, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის ელინა სიდორენკოს ცნობით, დაახლოებით 200-ს შეადგენს. მისი თქმით, საზღვრის გახსნის მოლოდინში ადამიანებს ოთხსაათიანი ლოდინი მოუხდათ, რის შემდეგაც მათ ფეხით გადაკვეთეს საზღვარი და აზერბაიჯანის მხარეს დახვდნენ კომფორტული ავტობუსები.