რუსი მოსამართლეების კოლეგია თანახმაა, რომ გენპროკურორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის პროცედურის ერთი ეტაპი გაიარა.
ს მოსამართლეთა უმაღლესმა საკვალიფიკაციო კოლეგიამ დღეს, 15 სექტემბერს განიხილა და ერთხმად დააკმაყოფილა კრასნოვის განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, კოლეგიას კრასნოვის კანდიდატურის განსახილველად და მხარდასაჭერად შვიდ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა.
კოლეგიის მხარდაჭერის შემდეგ დოკუმენტები გაიგზავნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამის შემდეგ, პუტინის წარდგინებით უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ექვსი წლის ვადით დანიშნავს ფედერაციის საბჭო.
რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის ივლისში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა სასამართლოს თავმჯდომარე ირინა პოდნოსოვა. მისი შემცვლელის დასანიშნად გამოცხადებული კონკურსი 25 აგვისტოს დასრულდა. გენპროკურორი კრასნოვი ერთადერთი იყო, ვინც განაცხადი წარადგინა და რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შესაბამისი გამოცდაც ჩააბარა. მანამდე პუტინმა კრასნოვს მიანიჭა „რუსეთის დამსახურებული იურისტის“ წოდება.
იგორ კრასნოვი 1975 წელს, არხანგელსკში დაიბადა. დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წლიდან კრასნოვი მოსკოვში გადავიდა და საგამოძიებო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. 2020 წელს რუსეთის გენერალურ პროკურორად დაინიშნა.
კრასნოვის ხელმძღვანელობით რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა წამოიწყო არაერთი ოპოზიციური სტრუქტურის, მათ შორის ს მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წინააღმდეგ.
გენერალურმა პროკურატურამ მიაღწია უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ ლიკვიდაციასაც.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ „არასასურველადაა“ გამოცხადებული მსოფლიოს არაერთ ავტორიტეტიანი ორგანიზაცია.