რუსი მოგზაურებისგან III კვარტალში მიღებული შემოსავალი $285.3 მილიონამდე შემცირდა

2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავალმა 1.4 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება პანდემიამდელ რიცხვს, თუმცა ეს მაჩვენებელი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით მხოლოდ 5%-ითაა გაზრდილი. ინფორმაციას PMSG აქვეყნებს.
ეროვნების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი (მთლიანი შემოსავლის 20%), 285.3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 38%-ით მეტია 2019 წლის III კვარტალზე, მაგრამ 17%-ით ნაკლებია 2022 წლის III კვარტალის მონაცემებზე, რაც რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების კლების ტენდენციაზე მიუთითებს. რუსეთს მოსდევს თურქეთი (220.5 მილიონი აშშ დოლარი), საიდანაც მიღებული შემოსავალი წლიურად 75%-ით გაზიარდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით- 47%-ით.
10 უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს შორის, 2023 წლის III კვარტალში, პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, შემოსავლები ყველაზე ნაკლებად გაუმჯობესდა აზერბაიჯანიდან (46%-ით ნაკლები) და უკრაინიდან (37%-ით ნაკლები). ამავდროულად, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან, დან და დან. აღსანიშნავია, რომ შემოსავლები წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა თურქეთიდან (75%) და ევროკავშირიდან (52%), ხოლო წლიურად ყველაზე მეტად შემცირდა ბელარუსიდან (-58%), უკრაინიდან (-52%) და საუდის არაბეთიდან (-40%).