რუსი მესაზღვრეები ირან-სომხეთის საზღვრის დაცვას წყვეტენ

2025 წლის 1 იანვრიდან რუსი მესაზღვრეები შეწყვეტენ სომხეთისა და ირანის საზღვარზე გამშვებ პუნქტზე სამსახურს. ამის შესახებ ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

სომხეთში რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო დეპარტამენტი მოიცავს ოთხ სასაზღვრო რაზმს-გიუმრიში, არმავირში, არტაშატსა და მეგრიში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ფაშინიანმა წარმოადგინა პროგრამა “მშვიდობის გზაჯვარედინი”. ეს არის ს მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნისა, რომელიც გადის სომხეთის სიუნიკის რეგიონის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, აკავშირებს.
გეგმის თანახმად, სომხეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანსა და ირანზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაცია იფუნქციონირებს რუსეთის მონაწილეობის გარეშე, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ.
31 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა შეწყვიტეს ერევნის ზვარტნოცის აეროპორტში სამსახური. შესაბამისი მოთხოვნა სომხეთის უშიშროების საბჭომ მარტში წამოაყენა.

დღესვე პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ალიევთან და ფაშინიანთან ზანგეზურის დერეფნის საკითხი განიხილა.

2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთთან 44-დღიანი ომის შედეგად ყარაბაღის ტერიტორიები დაიბრუნა, ზანგეზურის დერეფანში სატრანსპორტო კავშირების კონტროლი რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო ჯარების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ