რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებულ აფხაზეთში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა. ის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ მიიღო.
რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემის, „სპუტნიკის“ ცნობით, კირიენკო გეგმავს, „აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან“ განიხილოს „საერთო სოციალური პროექტები, რაც რუსეთის მხარდაჭერიც იქნა დანერგილი, და ეწვიოს კულტურულ და ტურისტურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს“.
დღეს, 6 აგვისტოს, კირიენკოს ჩამოფრენისას აეროპორტში თავად ბადრა გუნბა დახვდა.
მოგვიანებით ისინი ერთად ეწვივნენ სოხუმის სანაპიროს და განიხილეს „განათების დამონტაჟება და იახტ-კლუბ „ამრას“ გაფართოება“.
სერგეი კირიენკო კრემლში „აფხაზურ მიმართულებას“ კურირებს.
