მემარცხენე პარტია „რუსეთის კომუნისტები“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს მიმართავენ, დამატებით 10-12%-ით დაბეგრონ რუსეთის ის კაფეები და რესტორნები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ კერძებს რუსეთისადმი „მტრულად განწყობილი“ ქვეყნების სამზარეულოდან.
პარტიის ლიდერმა სერგეი მალინკოვიჩმა გამოცემა „აბზაცს“ განუცხადა, რომ „ნებისმიერი სამზარეულო კულტურის და ეროვნული ფასუელობების ელემენტია, რუსეთის ფასეულობები კი დიდწილად არ ემთხვევა დასავლეთისას“.
მალინკოვიჩის აზრით, პირველ ყოვლისა საჭიროა იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, იაპონური და სამხრეთკორეული სამზარეულოების „დისკრედიტაცია“. კომუნისტი ლიდერის თქმით, ევროპის ქვეყნები რუსეთის აქტიური მოწინააღმდეგეები არიან, იაპონიას კი დიდი ხანია რუსეთის ტერიტორიები სურს, ამიტომ რუსულ რესტორნებსა და კაფეებში ამ ქვეყნების კერძების მომზადებისთვის დამატებით 12%-იანი გადასახადი უნდა დაწესდეს, სხვებისთვის კი – 10%-იანი. მათ შორის მალინკოვიჩმა ახსენა თურქული და აზერბაიჯანული სამზარეულოებიც.
„რუსეთის კომუნისტების“ ლიდერის თანახმად, არ უნდა შეეხონ ჩინურ სამზარეულოს, რადგან „მეგობრები“ არიან. ასევე ლათინური ამერიკის, ვიეტნამის, ბელარუსის, უზბეკეთის, ჩრდილოეთ კორეის და არაბულ სამზარეულოებს.
ფორუმი
