კასატკინი საფრანგეთში დააკავეს აშშ-ის მოთხოვნით, რომელმაც ასევე ითხოვდა მის ექსტრადიციას. შეერთებულ შტატებში კალათბურთელი ეჭვმიტანილია კიბერთაღლითობაში. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის წევრია ჰაკერული ჯგუფისა, რომელიც “გამოძალვის პროგრამის” საშუალებით დაახლოებით 900 კომპანიას დაესხა თავს.
ფრანგ პოლიტოლოგ ლორან ვინატიეს რუსეთში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამხედრო ინფორმაციის „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაციის გარეშე შეგროვებისთვის. 2025 წლის აგვისტოში მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯაშუშობის უფრო მკაცრი ბრალდებით.
ლორან ვინატიე 49 წლის მკლევარია, რომელიც რუსეთის, კერძოდ ჩეჩნეთის, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მუშაობს. მან აღიარა დანაშაული და მისი საქმე სპეციალური პროცედურის შესაბამისად განიხილეს.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვინატიეს სასჯელი გაუმართლებლად მკაცრი უწოდა და გააკრიტიკა „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსეთის კანონმდებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თანამოქალაქის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას არანაირად არ უმუშავია საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებში ან სხვა ფრანგულ ორგანიზაციებში.
მაკრონმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი: „ჩვენი თანამემამულე ლორან ვინატიე თავისუფალია და საფრანგეთში დაბრუნდა. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების შვებას“. მან დასძინა, რომ მადლიერია ფრანგი დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაოსთვის.
2025 წლის დეკემბერში კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საფრანგეთს ლორან ვინატიესთან დაკავშირებით წინადადება შესთავაზა.
ფორუმი




