რუსი იმპორტიორების „ძირითადმა“ ჩინურმა ბანკმა მათთან ოპერაციები შეაჩერა – მედია

ჩინურმა Chouzhou Commercial Bank-მა, რომელიც ჩინეთში მომუშავე რუსი იმპორტიორებისთვის „ძირითადი“ იყო, კლიენტებს რუსეთთან ოპერაციების შეჩერების შესახებ აცნობა, იუწყება „მედუზა“ „ვედომოსტიზე“ დაყრდნობით.
ერთ-ერთი ბიზნესმენი ეუბნება „ვედომოსტის“, რომ წინა კვირას მიიღეს შეტყობინება რუსულ და ბელარუსულ ორგანიზაციებთან ყველანაირი ურთიერთობის შეწყვეტაზე.
გამოცემის სხვა რესპონდენტი კი ამბობს, რომ დეკემბერში ბანკმა უარი განაცხადა, ემუშავა ოპერაციებზე, რომლებიც გულისხმობს რუსეთში რიგი სანქცირებული პროდუქციის შეტანას, ხოლო რამდენიმე კვირაში აუწყა ოპერაციების სრულ შეჩერებაზე.
ამასთან ერთად, ბანკი უარს ამბობს რუსულ ორგანიზაციებთან მუშაობაზე არა მარტო საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემა „სვიფტით“, არამედ მისი ჩინური და რუსული ანალოგებითაც.
გარდა ამისა, მედია აგრეთვე წერს, რომ სხვა ჩინურმა ბანკებმაც გაამკაცრეს რუს კლიენტებთან მუშაობის წესები და ითხოვენ, რომ კლიენტმა დაადასტუროს, რომ არ აქვს კონტაქტები სანქცირებულ პირებთან და ორგანიზაციებთან, რომ არ გამოიყენებს პროდუქტს რუსული სამხედრო ინდუსტრიისთვის და არ ჩაიტანს მას ანექსირებულ ყირიმში.
იანვარში „ბლუმბერგი“ აღნიშნავდა, რომ ჩინური სახელმწიფო ბანკები ზღუდავენ რუსეთთან ურთიერთობებს, -ის მიერ მეორეული სანქცირების საფრთხის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს

თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს