რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ვიტალი მილონოვი აუცილებლობად მიიჩნევს იმ მაღაზიათა “ფიქსირებული” რაოდენობის განსაზღვრას, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის უფლება ექნებათ.
“მივიჩნევ, რომ კვოტები უნდა შემოვიღოთ ალკოჰოლის მაღაზიებზე – და დაე მათ იჩხუბონ, ერთმანეთი კბილებით დაკუწონ სპირტიანი სასმელების გაყიდვის უფლებისთვის, დიდი შენატანები გადაიხადონ. ალკოჰოლის გაყიდვის უფლებაზე აუქციონების ჩატარებაც კი შეგვიძლია – მაგალითად, გთვლით ერთი მაღაზია პირობითად 10 ათას სულ მოსახლეზე. ზომების შემუშავება აუცილებელია” – უთხრა მილონოვმა გამოცემა Lenta.ru-ს.
მილონოვმა მხარი დაუჭირა წინადადებას მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვის საათების შემცირების თაობაზე. ამასთან, მან განაცხადა, რომ ამგვარ ინიციატივებს არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე.
ალკოჰოლის გაყიდვის საათების “თანდათანობით შემცირების” წინადადებით გამოვიდა სერგეი რიბალჩენკო – რუსეთის საზოგადოებრივი პალატის დემოგრაფიისა და ოჯახების, ბავშვების და “ტრადიციული ოჯახური ღირებულებების” დაცვის კომისიის თავმჯდომარე. ამ წინადადების თანახმად, სპირტიანი სასმელების გაყიდვის დრო რუსეთში უნდა შემცირდეს “წელიწადში თითო საათით”. რიბალჩენკო ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ოპტიმალურ დროდ მიიჩნევს 11-დან 19 საათამდე მონაკვეთს. იგი ასევე მომხრეა ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდოს ზეიმის და დასვენების დღეებში.
ფორუმი
