რუსი დეპუტატები “სამართლებრივი ჰარმონიზაციისთვის” ცხინვალში ჩადიან

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში 16 მაისს გაიმართება ს ფედერაციის საბჭოსთან მუდმივმოქმედი ერთობლივი საპარლამენტო კომისიის მორიგი სხდომა.
კომისიის მთავარი ფუნქციაა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის კანონმდებლობის შორის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, რაც დე ფაქტო რეგიონს კიდევ უფრო მეტად აკავშირებს რუსეთის ფედერალურ სისტემასთან.
როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის დელეგაციის ოფიციალური მიღება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. კომისიის ფარგლებში მხარეები განიხილავენ “ორ ქვეყანაში საპარლამენტო საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციას”.
„ვიზიტის მთავარი მიზანია ერთობლივი მუშაობის გაგრძელება მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და იმ საკითხების განსაზღვრა, რომელთა რეალიზაციაში დაგვეხმარება რუსეთის მხარე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები