რუსი გამგებელი: ბელგოროდში უკრაინამ ერთი რუსი იმსხვერპლა

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთი დაიღუპა და შვიდი ადამიანი დაშავდა უკრაინის მიერ 2 იანვარს განხორციელებული თავდასხმისას. იერიში ს სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდზე იქნა მიტანილი.
რეგიონულმა გამგებელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა აფეთქებული რაკეტის გამო ერთი ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. მისი თქმით, ასევე რამდენიმე ადამიანია დაშავებული მანქანების ადგილობრივ ბაზრობაზე მომხდარ აფეთქებაში.
მთლიანობაში, რუსული მხარის ინფორმაციით, მათ 17 უკრაინული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.
ამ ფონზე, აცხადებს, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
ცნობილია, რომ კიევზე და ხარკივზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი. გასული პარასკევის შემდეგ, რუსეთმა მართლაც უპრეცედენტო რაოდენობით – 300 თავდასხმა მოაწყო უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ. ნაწილი დრონებით, ნაწილი კი რაკეტებით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე