რუსი ბლოგერი ფსიქიატრიულში მოათავსეს პუტინის კრიტიკის შემდეგ

რუსული ოპოზიციური მედიის („მედუზა“, „დოჟდი“) ცნობით, პროსამთავრობო ბლოგერი ილია რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტ გააკრიტიკა.საავადმყოფოს საინფორმაციო განყოფილებამ „ფონტანკას“ კორესპონდენტს დაუდასტურა, რომ მათ ასეთი პაციენტი ჰყავთ.17 მარტის საღამოს, ილია რემესლომ Telegram-ში თავის არხზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი სახელწოდებით „ხუთი მიზეზი, რის გამოც შევწყვიტე ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა“. მან „აბსოლუტური ჩიხი“ უწოდა უკრაინასთან ომს, გააკრიტიკა ხელისუფლება ინტერნეტისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის და თქვა, რომ პუტინი ძალიან დიდი ხანია ხელისუფლებაშია და თავის ამომრჩევლებს პატივს არ სცემს. ონლაინ სივრცეში ზოგიერთმა ივარაუდა, რომ პროსახელისუფლებო ბლოგერის ანგარიში გატეხეს, თუმცა მეორე დღეს მან დაადასტურა, რომ პოსტი თავად დაწერა.19 მარტის დილით, რემესლომ შეწყვიტა სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოჩენილა სოციალურ მედიაში. შემდეგ გავრცელდა ცნობა მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ.„მედუზას“ ცნობით, ილია რემესლო რამდენიმე წელი პირადად ებრძოდა ალექსეი ნავალნის და პირადად იდგა ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის შემოწირულობებთან დაკავშირებული „თაღლითობის“ სისხლის სამართლის საქმის უკან.ნავალნის წინააღმდეგ ილია რემესლომ შექმნა პორტალი NavalnyLeaks.